„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა გამოაცხადა, რომ ასრულებს გერმანიის ნაკრებში გამოსვლას.
„რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრის შემდეგ იმ აზრამდე მივედი, რომ დროა, დავასრულო კარიერა გერმანიის ნაკრებში. დიდი სიამაყით ვიხსენებ 82 მატჩს ჩემი მშობლიური ქვეყნის სახელით. ეს ის რიცხვია, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი მაშინ, როცა 2011 წელს დებიუტი მქონდა ეროვნულ გუნდში“, – დაწერა სოციალურ ქსელში 33 წლის ფეხბურთელმა.
გერმანიის ნაკრებში ნახევარმცველმა 19 გოლი გაიტანა. ის გუნდის კაპიტანი იყო ევრო 2024-ზე.