გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას მართავს
გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას მართავს

ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხვდებიან, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის უნდა შეხვდეს ჯანდაცვის სამინისტროში.

„დამირეკეს ჯანდაცვის უწყებიდან და მითხრეს, მოვსულიყავი. ორი საათის წინ დამირეკეს. არ ვიცი, ვის ვხვდები. ისიც არ ვიცი, მინისტრს ვხვდები, თუ არა.

მე ჯერ არავითარი ეჭვიც არ მიჩნდება და საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად, მეტი არაფერი ვიცი“,- განაცხადა გიული ალასანია.