გიული ალასანია - აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან გვყავდა ექიმები, ვინ დარჩა? რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა
გიული ალასანია - აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან გვყავდა ექიმები, ვინ დარჩა? რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა

ვინც საჭირო იყო, ყველა ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები, მათაც ყველამ ნახა. აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომ პოლონელი ექიმების სრულიად არაეთიკური ქცევის გამო მათთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება, ამავდროულად, სააკაშვილის ოჯახს კვლავ მიეცემა მათთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა. ასევე, კითხვა დაუსვეს პრემიერის განცხადებაზე, რომ პოლონელმა ექიმებმა გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს, რის გამოც მათთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აღარ აქვთ.

„ვინ არიან სხვა ექიმები, ექიმები გვყავდა აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა, უკაცრავად, რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? მე არ ვიცი, რა იგულისხმება. ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, ნახეს, აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები, მათაც ყველამ ნახა. აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, – „გაქვთ თუ არა განცდა, დასკვნა, რომელსაც პოლონელები მოამზადებენ, არ გაიზიარონ? ვის აწყობდა, რატომ მოხდა ეს ინციდენტი?“ – გიული ალასანია პასუხობს: „პოლონელი ექიმების დისკრედიტაცია ვერ დავინახე ჩემი თვალით, ეს არ იყო დისკრედიტაცია. ჯერ ერთი, პოლონელი ექიმები კი არ იყვნენ, ის იყო ევროკავშირის შექმნილი ჯგუფი“.

ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დასმულ შეკითხვაზე გიული ალასნაიამ განაცხადა, რომ აღარ პასუხობს, რადგან ძველი თემაა.

„ეგ იყო ძველი, გუშინ გამოაქვეყნეს იმათ? ლობისტები სადმე არის იქ ნახსენები? ყველა ადამიანი, რომლებიც არიან დაქირავებულები, ამერიკელებს ვგულისხმობ, არიან ვალდებული, წარადგინონ ანგარიში, რას აპირებენ, ეს ჩამონათვალია იქ და შემდეგ რამდენად განახორციელებენ, ეს უკვე სხვა საკითხია. რაში იღებენ ფულს, ეს განცხადება იყო“, – ამბობს გიული ალასანია.