„გირჩის სამეფოს მეფე“ ჰერმან საბო პარლამენტის წევრი გახდა
„გირჩის სამეფოს მეფე“ ჰერმან საბო პარლამენტის წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტმა პარტია „გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ჰერმან საბო პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძეს შეცვლის.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხს ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ კენჭი უყარეს და 89 ხმით მხარი დაუჭირეს.

ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 16 ნოემბერს საკუთარი მოთხოვნის შემდეგ შეუწყვიტა.

ჰერმან საბოს პარტიაში „გირჩის სამეფოს მეფის“ სტატუსი აქვს.