„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ, შესაძლოა, კარიერა ბერლინის „ჰერტაში“ გააგრძელოს.
გერმანული გამოცემა „ბილდის“ მონაცემებით, ბერლინელები აპირებენ 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის 2020 წლის ზაფხულში გაფორმებას, როცა მას კონტრაქტი ამოეწურება „დორტმუნდთან” და თავისუფალი აგენტი გახდება.
დორტმუნდელები არ არიან მზად გადაუხადონ გიოტცეს ის ხელფასი, რომელიც მას დღეს აქვს (10 მილიონი ევრო წელიწადში), „ჰერტას“ ახალ ინვესტორს ლარს ვინდჰორსტს კი შეუძლია ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
გიოტცე „დორტმუნდის“ აღზრდილია. პირველ გუნდში მან 2008 წელს დაიწყო გამოსვლა, 2013-16 წლებში „ბაიერნში“ თამაშობდა. ამ სეზონში მარიომ 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.