გიორგი ყრუაშვილი თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ მატჩს განსჯის #1TVSPORT

20:55, 08.12.2021

კონფერენცლიგის ბოლო ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ბელგრადში „პარტიზანს“ ესტუმრება. ქართველი მწვრთნელის გუნდს, სადაც გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა ირიცხებიან, ჯერ კიდევ აქვს მოგების შემთხვევაში, პლეი ოფიში გასვლის შანსი.

„პარტიზანი“-„ანორთოსისი“ 9 დეკემბერს გაიმართება და მას ქართველი მსაჯები განსჯიან.

უეფა-მ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის განსჯა გიორგი ყრუაშვილს დაავალა, რომელსაც დაეხმარებიან ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მე-4 მსაჯად დავით ხარიტონაშვილი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ბრიგადამ განსაჯა 2021 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალი, რომელიც გერმანიის ნაკრებმა მოიგო.

მსგავსი