12-14 ნოემბერს ნაირობის სამიტი გაიმართება, სადაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელებენ. მასში გიორგი ყიფიანი მიიღებს მონაწილეობას – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” ავრცელებს.
თბილისური კლუბი UNFPA Georgia-ს პარტნიორია და „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი ნაირობში ამ პარტნიორობის ფარგლებში გაემგზავრება.
„გიორგი ყიფიანი სამიტზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თბილისის „ლოკომოტივის“ მზადყოფნას, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და თანაბარი პირობების შექმნას ფეხბურთში გოგონებისა და ბიჭებისთვის“ – წერია თბილისის „ლოკომოტივის“ ოფიციალურ გვერდზე.