გიორგი ყიფიანი - „ლოკომოტივის“ მთავარი მიზანი ევროზონაში დარჩენა იქნება
გიორგი ყიფიანი - „ლოკომოტივის“ მთავარი მიზანი ევროზონაში დარჩენა იქნება

„ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ რეალობასთან ადაპტირება მოვახდინოთ,“ – ამბობს „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

მან კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებზე, იძულებით პაუზაზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – „მაქსიმალურად უნდა მოვერგოთ არსებულ გარემოს და როგორც სპორტული, ისე ადმინისტრაციული პროცესები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დავგეგმოთ. კლუბი დიდი გამოწვევების წინაშეა და ახლა ყველაფერი ხარისხიანად უნდა გავაკეთოთ, რადგან ცხოვრების ჩვეულ რიტმს რომ დავუბრუნდებით, პროცესში ჩართვა ეფექტურად შევძლოთ“.

გიორგი ყიფიანმა გუნდის მიზნებზეც ილაპარაკა – „გუნდის მთავარი მიზანი 2019 წლის შედეგის გამეორება იქნება – ევროპის ზონაში დარჩენა. შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რაც შეიძლება შორს გავიდეთ და ფლეი-ოფამდე ვითამაშოთ. ზოგადად, რთული გზაა გასავლელი და უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც იმ მომენტისთვის კლუბს ექნება. უეფას ბოლო შეტყობინების თანახმად, ივლისის ნაცვლად, ტურნირი აგვისტოში დაიწყება და სწორებას ამაზე ვაკეთებთ“.