გიორგი ვაშაძე - მიშას ჩამოსვლის ვისაც გჯერათ, დაელოდეთ
გიორგი ვაშაძე - მიშას ჩამოსვლის ვისაც გჯერათ, დაელოდეთ

მიშას ჩამოსვლის ვისაც გჯერათ, დაელოდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძის განცხადებით, კარგია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის მოხსენიებული.

„მიხარია, რომ შეთანხმება, რომელშიც გული და სული ჩავდე პარტნიორებთან ერთად, იქცა საერთო ეროვნულ და ევროპულ შეთანხმებად საქართველოში. კვირას იყო „ქართული ოცნების“ დესტრუქცია, ორშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქცია, გაიმარჯვა მესამე ხალხის გზამ. იმ გზამ, რომელიც არის წარმატების გზა. ამ გზით უნდა ვიაროთ დღეის ამას იქით.

მიხარია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის უკვე მოხსენიებული. ამიტომ ვამბობ, რომ გაიმარჯვა მთელი გულით გაკეთებულმა შეთანხმებამ და მიხარია, რომ ამაში დიდი წვლილი მაქვს პარტნიორებთან ერთად. დანარჩენი, ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, თვითონ გადაწყვიტოს. ვისაც გჯერათ, რომ ჩამოვა, დაელოდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

დატოვე კომენტარი