გიორგი ვაშაძე - არის ის, რაზეც შეიძლება, ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა
გიორგი ვაშაძე - არის ის, რაზეც შეიძლება, ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა

შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი, შეთანხმებას კომპრომისები სჭირდება ორივე მხრისგან, მაგრამ დღეს ის ვითარება არ არის, რომ ოპოზიციამ ისაუბროს კომპრომისებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

„ხელისუფლებამ, რომელმაც ოპოზიციური ლიდერი კიდე დამატებით ციხეში ჩასვა და მახსენდება გასული წელი, როგორც გააკეთეს რვა მარტის შეთანხმებამდე, პასუხი უნდა აგოს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, რა კომპრომისზე წავა ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებისთვის, ვაშაძე პასუხობს: „ყველაფერი გინდათ, რომ გითხრათ? არის ის, რაზეც შეიძლება ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ამას თქვენ არ გეტყვით, ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა და მერე. დაემატება მოთხოვნები, მაგალითად უცხოელი მოსამართლეების პანელი უნდა გავაკეთოთ, რომელიც ყველა პოლიტიკურ საქმეს, ამიერიდან შემდგომი 20 წლის მანძილზე განიხილავს, რომ პროკურატურამ არავინ გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, აი, მაგალითად ეს არის ერთი მაგალითი და სხვებს მერე ჩამოგითვლით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.