გიორგი ვაშაძე - არ ვიცი, რომელ სირცხვილის დერეფანზე საუბრობთ, ერთიანად ჩამოვყალიბდებით, თუ ცალკეულ პარტიას სხვა პოზიცია ექნება, ეს მათი საქმეა
გიორგი ვაშაძე - არ ვიცი, რომელ სირცხვილის დერეფანზე საუბრობთ, ერთიანად ჩამოვყალიბდებით, თუ ცალკეულ პარტიას სხვა პოზიცია ექნება, ეს მათი საქმეა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მოლაპარაკების ფორმატსა და შინაარსზე, ასევე კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბეს საერთო პოზიციები.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო დაგეგმილ აქციებსაც. ვაშაძე ამბობს, რომ აქციები მშვიდობიანი იქნება.

„გავცვალეთ ინფორმაცია მოლაპარაკების ფორმატსა და შინაარსზე, კვლავ ჩამოვაყალიბეთ საერთო პოზიციები – ოპოზიციის პოზიცია ერთიანია. ვისაუბრებთ აქციებზე, რომელიც იქნება მშვიდობიანი – მეორე ტურების და პომპეოს ვიზიტის. დისკუსია იყო იმ ჩიხურ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია. 21 ნოემბრის აქციაზე ჩამოვყალიბდებით, არ ვიცი, რომელ სირცხვილის დერეფანზე საუბრობთ. ერთიანად ჩამოვყალიბდებით, თუ ცალკეულ პარტიას სხვა პოზიცია ექნება, ეს მათი საქმეა. რომელიმე პარტია ცალკე რა ინიციატივით გამოდის, ეს მისი საქმეა, არ ნიშნავს, რომ ამას ვეთანხმები. საერთო ფორმატში ყველას აზრის გათვალისწინება მოხდება. არ ვიცი, რას გულისხმობს ხალხისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.