გიორგი ვაშაძე - არ შეიძლება, ფორსმაჟორის დროს იჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი
500 მილიონიანი სუბსიდირება მცირე მეწარმეებისთვის, აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება და პენსიონერებისთვის საპროცენტო დავალიანების განულება, – ასეთია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმა, რომელიც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს წარადგინა.
გიორგი ვაშაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მეწარმეებმა ტურისტულ ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე გააკეთეს აქცენტი.
„კატასტროფული მდგომარეობა არის ქვეყანაში, ეკონომიკური კოლაფსი, ამიტომაც არის, რომ ლარის კურსი ასე სწრაფად გარბის, ადამიანებმა არ იციან, სესხები როგორ გადაიხადონ. ვალდებულებები, რომლებიც ბანკებთან აქვთ, ვალდებულები რომლებიც, თუნდაც კერძო მევალეებთან აქვთ, ვალდებულებები, რომლების მიკროსაფინანსოებთან აქვთ – ხელისუფლებამ უბრალოდ, მიატოვა ეს ხალხი და ფული, რომელიც გამოყოფილია საქართველოში, მხოლოდ მათ ხმარდება. ამიტომ, ჩვენი გემით, ხუთი მილიარდიდან, რომელიც არის გამოყოფილი, 500 მილიონი უნდა გამოიყოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც სამუშაო დაკარგა და ყველა სესხის სუბსიდირება უნდა მოხდეს ექვსი თვის განმავლობაში. დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს აღსრულებები, ანუ ქონების გადაფორმება. ფორსმაჟორია და არ შეიძლება, ფორსმაჟორის დროს იჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, ბანკი ქონებებს იფორმებდეს. უნდა მოხდეს პენსიონერებისთვის საპროცენტო დავალიანების განულება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.