გიორგი თვალაბეიშვილს კოტე მახარაძის სახელობის პრემია მიენიჭა #1TVSPORT
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, წარმატებულ ჟურნალისტებს ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები მიენიჭათ.
მიხეილ კაკაბაძის პრემია – კობა ინასარიძეს და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.
ნოდარ გუგუშვილის პრემია – არჩილ გოგელიას, სპორტულ პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
კოტე მახარაძის პრემია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორს, გიორგი თვალაბეიშვილს.
ეროსი მანჯგალაძის პრემია – ტელეკომპანია პირველის სპორტული გადაცემის წამყვანს, გიორგი დარჯანიას.

ზაალ გიგინეიშვილის პრემია – მიხეილ დუმბაძესა და სპორტული პორტალის, europop-ის გუნდს.
გურამ თიკანაძის პრემია – ხატია ჯიჯეიშვილს, ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული მუშაობისთვის.
ლაურეატების დაჯილდოება შედგება 2025 წლის 2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომმა 2024 წლის საუკეთესო ფედერაციად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სცნო, ყველაზე პროგრესირებად ფედერაციად კი ხელბურთის ფედერაცია მიიჩნია.