გიორგი შერმადინის 7 ქულა, „ტენერიფეს“ მარცხი ბადალონაში [ვიდეო]  #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფი გიორგი შერმადინის „ტენერიფესთვის“ არასასურველი სცენარით დაიწყო. კუნძულელებმა ბადალონაში „ხუვენტუდთან“ 68:100 დათმეს. თუმცა ანგარიშში სხვაობა გადამწყვეტი არ არის. სერია ორ მოგებამდეა და „ტენერიფეს“ აქვს სიტუაციის გამოსწორების შანსი – 29 მაისს „ხუვენტუდს“ საკუთარ მოედანზე მიიღებს, გამარჯვების შემთხვევაში კი გადამწყვეტ შეხვედრას სტუმრად გამართავს.

ბადალონაში შერმადინმა 17 წუთი ითამაშა, 7 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. გიორგი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან სამი საჯარიმო გამოიყენა.

ისტორიული გამოდგა ეს მატჩი ტენერიფელი მარსელინიო უერტასისთვის. მან 4 პასი შეასრულა და ესპანეთის ჩემპიონატში 381 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა, თუმცა ახლოსაა პირველობასთანაც. 384 პასით მეორეა სერხიო ლული, 386 პასით – პირველია ხუან კარლოს ნავარო.

დატოვე კომენტარი