გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავთა ხუთეულშია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავთა ხუთეულშია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

ამ შეჯიბრების ფინალური რვაეული ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარეობს. შერმადინის „ტენერიფე“ ფრანგულ „სტრასბურს“ მეოთხედფინალში 6 მაისს ხვდება.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა საიტმა დააანონსა, რომ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელს (MVP) პარასკევს გამოაცხადებს. მანამდე სიმბოლური ხუთეული დაასახელა, რომელსაც „ვარსკვლავთა ხუთეული“ უწოდა.

ესეც საუკეთესო ხუთი კალათბურთელი: სი ჯეი ჰარისი (ჰოლონი, ისრაელი), კეისი შეფარდი (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი), ბონზი კოლსონი (სტრასბური), რეიმარ მორგანი (კარშიაკა, თურქეთი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).