გიორგი შარვაშიძე - პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ავთენტურთან ძალიან ახლოს მდგომი სახარების აკადემიური გამოცემა იბეჭდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საპატრიარქოში ბიბლიის გამოცემის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შარვაშიძის თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში სახარების აკადემიური გამოცემა იბეჭდება, რომელიც ავთენტურთან ძალიან ახლოს დგას.
„დღეს არის ძალიან აღსანიშნავი დღე. ქართველი მეცნიერების 60-წლიანი შრომა დაგვირგვინდა იმით, რომ სახარების ორტომეული გამოდის, რომელიც აკადემიური ტექსტია და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ავთენტურთან ძალიან ახლოს მდგომი სახარების აკადემიური გამოცემა იბეჭდება“, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
საპატრიარქოში ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს.