გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ირაკლი წაქაძე წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება [ვიდეო]

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ირაკლი წაქაძე წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება. ამის შესახებ ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი წაქაძემ განაცხადა, თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს.

კიდევ ერთმა ბრალდებულმა, საბა გოგშელიძემ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

ამ წუთებში ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას აყენებენ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდებული. დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.