გიორგი სარდალაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 19 გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.
60 კგ-ში ბრინჯაოს მედლები ყაზახმა შამშადინმა და უკრაინელმა ლესიუკმა აიღეს.
რამდენიმე წუთში ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ).
წარუმატებელი გამოდგა თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ქალი ძიუდოისტებისთვის. დღეს გამომსვლელი ყველა სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს. შეჯიბრებაზე ასევე მედლების გარეშე დარჩა ექვსი ქართველი კაცი ძიუდოისტიც.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა 14 მედალი მოიპოვეს. ჩვენი სპორტსმენების მონაგარი ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი იყო.
ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გიორგი ბერიაშვილი (100 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), გიორგი ტერაშვილმა (73 კგ), ლევან მატიაშვილმა (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) მოიპოვეს.