გიორგი სარდალაშვილი ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში გიორგი თუთაშვილს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ასპარეზობას ექვსი სპორტსმენი ისევ აგრძელებს. 60კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა ულამაზესი გდებით ლუხუმ ჩხვიმიანი დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს. ამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ იაპონელ კოგას სძლია და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. ასევე ქართული ნახევარფინალი გაიმართება 66კგ-ში, სადაც ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში გიორგი თუთაშვილს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს თბილისის გრანდ სლემმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი 9 მედლით გუნდური პირველობაც მოიგო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.