გიორგი რეხვიაშვილი „საბურთალოში" დაბრუნდა - ვეცდები, გუნდს ჩემპიონატშიც დავეხმარო და ევროტურნირებზეც
გიორგი რეხვიაშვილი „საბურთალოში" დაბრუნდა - ვეცდები, გუნდს ჩემპიონატშიც დავეხმარო და ევროტურნირებზეც

გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც „საბურთალოს” შემადგენლობაში შარშან ჩემპიონი გახდა, დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდა – ცენტრალურმა მცველმა „საბურთალოსთან” ხელშეკრულება 1+1 წლით გააფორმა.

31 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია, 2018 წელი საბერძნეთის „ლევადიაკოსში” დაიწყო, მაგრამ მისი გუნდი ლიგიდან გავარდა და კონტრაქტი გაწყვიტა.

გიორგი რეხვიაშვილმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და „საბურთალოში” დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

„დავბრუნდი კლუბში, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. 2018 წელს „საბურთალოს” შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გავხდი და ეს ჩემთვის უცხო გუნდი არაა. ვიცი კლუბის მიზნები და გეგმები. ვიდრე საბერძნეთში ვთამაშობდი, სისტემატურად ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატს. „საბურთალო” აგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. ვეცდები, გუნდის წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო და დავეხმარო, როგორც ჩემპიონობის მოპოვებაში, ასევე ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლაში”, – ამბობს გიორგი რეხვიაშვილი.