გიორგი ქოჩორაშვილმა „სევილიაში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

01:55, 30.08.2026

გიორგი ქოჩორაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „სევილიაში“, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადასული ქართველი ნახევარმცველი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 55-ე წუთზე შევიდა და ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

„ატლეტიკომ“ პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – მადრიდელები ალექს ბაენას დუბლითა და ადემოლა ლუკმანის გოლით 3:0-ს იგებდნენ. „სევილიამ“ მიგელ სიერას ზუსტი დარტყმით მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო.

ინგლისში კი ქართველებს არ უთამაშიათ. პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს „ლივერპულის“ „ნოტინგემთან“ შეხვედრას, რომელიც 2:2 დასრულდა.

ნიკოლოზ ჩიქოვანის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპის მესამე ტურში „ვესტ ჰემს“ დაუზავდა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

მსგავსი