გიორგი ქობულიას დეპუტატებთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ დაესწრებიან
გიორგი ქობულიას დეპუტატებთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ დაესწრებიან

პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას დეპუტატებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ დაესწრებიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის რეალური მიზეზის შესახებ საზოგადოებამ იცის და გუნდიდან წასული დეპუტატები საკუთარი თავის აქტუალიზაციას ახდნენ.

„გუნდიდან წასული განაწყენებული დეპუტატები ხვდებიან გუნდიდან წასულ მინისტრს და არის ამაში ლოგიკა, რომ ამას მმართველი გუნდის წევრები უნდა დაესწრონ? მე მგონი, რომ არ არის. მიმაჩნია, რომ საზოგადოებაც ამ აზრზე იქნება, რომელიც ხვდება იმ მიზეზების შესახებ, რა მოტივაციაც ჰქონდა მინისტრს ქობულიას, როდესაც თანამდებობას ტოვებდა. ვფიქრობ, რომ ეს არის გუნდიდან წასული დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ საკუთარი თავის აქტუალიზაცია და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ისაუბრონ ბევრი და ერთმანეთს გაუზიარონ. ჩვენ ვიცით რეალური მიზეზები, საზოგადოებამაც იცის და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრაზე დასწრებას არ ვაპირებთ. თუ ამასთან დაკავშირებით იქნება შეკითხვები, არსებობს ინტერპელაციის წესი, თუ დამატებითი კითხვები იქნება, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია დავიბაროთ პრემიერ-მინისტრი და დავუსვათ კითხვები, დანარჩენი არის ჩვენი ოპონენტების საქმე, მათ შეუძლიათ დაიბარონ, შეხვდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ამ მოქალაქესაც ამის სურვილი ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში ხვალ მივა.