ლევან კობერიძის ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში ხვალ მივა
ლევან კობერიძის ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში ხვალ მივა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში ხვალ მივა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა გაუგზავნეთ წერილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას და შესთავაზა მას პარლამენტში დეპუტატებთან ღია ფორმატში შეხვედრა.

„შეხვედრაზე ქობულია წარადგენს პრეზენტაციას, იმ რვა თვის მუშაობის, რაც მინისტრის თანამდებობაზე იყო,  ასევე გაგვაცნობს მისი ხედვები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით და პლუს იქნება კითხვა-პასუხი, რისი ინტერესიც აქვს საზოგადოებას. ბევრი კითხვები არის დაგროვილი ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13:00 საათზე კინოდარბაზში პარლამენტის შენობაში. იქნება პრეზენტაციაც წარმოდგენილი მისი მხრიდან და ვთხოვდი პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს გივი მიქანაძეს, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი არის საკმაოდ მაღალი და სავარაუდოდ დასწრებაც იქნება საკმაოდ ხალხმრავალი, უზრუნველყოს ეს ღონისძიება ისე, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, საინტერესო მსჯელობა იქნება, გავცვლით მოსაზრებებს ყოფილ ეკონომიკის მინისტრთან ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა ჰქონდა მას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.