იტალიის ქალაქ კალიარიაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა პარა ძიუდოში.
ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ქალდანმა (73კგ), ზურაბ ზურაბიანი (60კგ) ვერცხლისმედალოსანი გახდა, ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) კი შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაო მოუტანა.
ქალდანმა ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგ პეტიტს სძლია. ზურაბ ზურაბიანი ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე დავით ხორავასთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების სახელით ხვალ ევროპის ჩემპიონატზე სამი პარა ძიუდოისტი გამოვა:
ინა ქალდანი (70 კგ), გიორგი ბერიძე (90 კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (90კგ) მედლების მოპოვებას შეეცდებიან.