ზურაბ ზურაბიანმა ბაქოს გრან პრიზე პარა ძიუდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ზურაბ ზურაბიანმა ბაქოს გრან პრიზე პარა ძიუდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრან პრიზე პარა ძიუდოში ზურაბ ზურაბიანმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველ პარასპორტსმენს მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში თანამემამულე ნუკრი მიღრიჯანაშვილთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ტრავმის გამო ვერ შეძლო ასპარეზობა.

ოქროს და ვერცხლის მედლები უზბეკმა და ყაზახმა პარაძიუდოისტებმა გაინაწილეს.

საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრებმა ბაქოს გრან პრის გათამაშებაზე ასპარეზობა დაასრულა.