გიორგი მიქაუტაძის გოლმა ფრანგები აღაფრთოვანა - „ლიონის“ გოლების მანქანა ამუშავდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს „ანჟერთან“ ლიგა 1-ის გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა 3:0, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 68-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა, 88-ე წუთზე კი ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,8 ქულა დაიმსახურა.
ქართველის გოლს გულშემატკივრები და სხვადასხვა გამოცემები გამოეხმაურნენ:
„ვინ შეძლებდა ამას მის გარდა? „მეფური“ გოლი იყო – „ლიონის“ ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო“.
„მიქაუტაძის გოლი დიდი სიამოვნებაა. „ლიონის“ გოლების მანქანა ამუშავდა“.
„ჩვენ დავიბრუნეთ დიდი გიორგი მიქაუტაძე“
Ligue1-ის ოფიციალური გვერდი: „მეფე ჟორჟმა“ იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა.
ActuFoot: „მეფე გიორგის“ ბრწყინვალე გოლი. ერთი მოძრაობით სამი მეტოქე ჩამოიშორა და „ცხრიანში“ გაიტანა. ეს ბიჭი გენიოსია.
Liguetotal 1: „მიქაუტაძემ გასაოცარი გოლი გაიტანა“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.