დღეს და 6 დეკემბერს, საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩებს გამართავს – გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს მინსკში ბელარუსის ნაკრებთან ჩაატარებს.
მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ მინსკში 20 ფეხბურთელი წაიყვანა.
მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო);
მცველები: ნიკოლოზ გაბელაია, ბექა ხარშილაძე, ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი (ყველა – დინამო თბ); ცოტნე კაპანაძე, გიორგი ჯინჯოლავა (ორივე – საბურთალო), გოგა ხვედელიძე (ფორტუნა კიოლნი, გერმანია),
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე – დინამო თბ), ბექა ბუიღლიშვილი, გიორგი ივანიაძე (ორივე – საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (ცხინვალი), ცოტნე ფაცაცია (მარტვილი).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი, ნიკა ტოკლიკიშვილი (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), შოთა შეყილაძე (ზესტაფონი).