გიორგი მელია უნგრელ მეტოქესთან ბოლო წამებზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს. ის რეპეშაჟში უნგრელ შოკასთან დამარცხდა.
ქართველმა მთელი შეხვედრა კარგად წარმართა და უკანასკნელ წამებამდე ინარჩუნებდა გამარჯვების შანსს. ანგარიში 1:1 იყო, ბოლო ქულის უპირატესობით მელია იგებდა, თუმცა 7 წამით ადრე შოკასგან გდება გაუშვა და 1:5 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველთა ყულაბაში ვერცხლის მედალია – იგი იაკობ ქაჯაიას ანგარიშზეა.