გიორგი მჭედლიშვილი – წინსვლისთვის, ხანდახან გარემოს შეცვლა საჭიროა

12:02, 04.07.2019
„დარწმუნებული ვარ, რომ „ვენტსპილსში“ გადასვლა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია“ – ასეთი კომენტარი გააკეთა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელიც ლატვიურ კლუბ „ვენტსპილსში“ გადავიდა.
 
27 წლის ქართველ მცველს კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მჭედლიშვილი ახალ კლუბზე ლაპარაკობს: „ხორვატიაში, სადაც ბოლო წლებში ვთამაშობდი, ყველაფერი ნორმალურად იყო. „გორიცასთან“ ერთად პირველი დივიზიონის ჩემპიონი გავხდი და უმაღლეს დივიზიონშიც წარმატებით ვთამაშობდი. მაგრამ წინსვლსითვის ხანდახან საჭიროა, რომ გარემო შეცვალო. „ვენტსპილსში“ ამიტომ ვარ“.
ლატვიური კლუბი ევროპის ლიგაზე ითამაშებს, სადაც 11 ივნისს საკუთარ მოედანზე ალბანურ „ტეუტას“ მიიღებს. გიორგიმ ამ თამაშებზეც ილაპარაკა: „ალბანეთის გუნდების წინააღმდეგ მითამაშია და მათ საკმაოდ კარგად ვიცნობ. ისინი აგრესიულად თამაშობენ და თავზე გახვევენ ბრძოლას. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ვენტსპილსს“ ამ ბარიერის გავლა შეუძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

მსგავსი