გიორგი მარგველაშვილი - თუ ვეტო იქნება დაძლეული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯსაც
გიორგი მარგველაშვილი - თუ ვეტო იქნება დაძლეული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯსაც

თუ ვეტო იქნება დაძლეული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯსაც, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მაუწყებლობის კანონი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, არის ქვეყნის ინსტიტუტებისთვის დამაზარალებელი.

თქვენ მომავალი ჟურნალისტები ხართ და იცით, რომ მედია არის მეოთხე ხელისუფლება. შესაბამისად, მედიას ისევე უნდა მოვეპყროთ და გავუფრთხილდეთ, როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტს, როგორც სასამართლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ დააანონსა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

დატოვე კომენტარი