გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ წარმომადგენლებს შეხვდება
“ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფი“ ორი წელია, ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ თუ სურთ, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, ტელევიზია უნდა დათმონ.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.