გიორგი მარგველაშვილი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი მარგველაშვილი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.

გიორგი მარგველაშვილი სამძიმრის ტექსტს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.