რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა
რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

დომოდედოვოდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. მგზავრებს შორის იყო ერთი მცირეწლოვანი ბავშვიც.

საგანგებო სამსახურები წარმომადგენლები სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ადგილზე უკვე მივიდნენ.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მაშველებს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები დახვდათ. ჩამოვარდნის ადგილთან ახლა გადაუღებლად თოვს და ტემპერატურა -5 გრადუსია.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილ თვითმფრინავი რადარებიდან ცოტა ხნის წინ გაქრა. ბორტზე, ბოლო ცნობით, 71 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ექვსი ეკიპაჟის წევრია.

მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო. კატასტროფის ადგილზე გაემგზავრნენ რუსეთის საგანგებო სამსახურების და ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.