გიორგი მარგველაშვილი – რუსებო, რომლებიც იცინით საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე, ეს ქართველებმა გააკეთეს, თუმცა ამ ქართველებს თქვენ უხდით

10:20, 12.11.2021

რუსებო, რომლებიც იცინით საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე, ეს ქართველებმა გააკეთეს, თუმცა ამ ქართველებს თქვენ უხდით, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ტვიტერში“.

„რუსებო, რომლებიც იცინით საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე: დიახ, ეს ქართველებმა გააკეთეს, თუმცა ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენი საქართველო კი ერთიანდება იმ „ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღით, რომელიც უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის!“ – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მსგავსი