გიორგი მარგველაშვილი - რუსებო, რომლებიც იცინით საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე, ეს ქართველებმა გააკეთეს, თუმცა ამ ქართველებს თქვენ უხდით
რუსებო, რომლებიც იცინით საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე, ეს ქართველებმა გააკეთეს, თუმცა ამ ქართველებს თქვენ უხდით, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ტვიტერში“.
„რუსებო, რომლებიც იცინით საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე: დიახ, ეს ქართველებმა გააკეთეს, თუმცა ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენი საქართველო კი ერთიანდება იმ „ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღით, რომელიც უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის!“ – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში.