გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდება.

დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველი თემა „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტია.

პრეზიდენტთან შეხვედრა 17:00 საათისთვის არის დანიშნული.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ამავე თემაზე პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.