გიორგი მარგველაშვილი - დავით უსუფაშვილს ვუთხარი, რომ პარტიული ცხოვრებისთვის ამ ეტაპზე მზად არ ვარ
გიორგი მარგველაშვილი - დავით უსუფაშვილს ვუთხარი, რომ პარტიული ცხოვრებისთვის ამ ეტაპზე მზად არ ვარ

უსუფაშვილთან ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა ისევე, როგორც სხვა პოლიტიკოსებთან,- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, უსუფაშვილის მოსაზრებების დიდ ნაწილს იზიარებს, თუმცა პარტიული ცხოვრებისთვის ამ ეტაპზე მზად არ არის.

„ბატონ დავითთან მქონდა არაერთი შეხვედრა, მქონდა აგრეთვე შეხვედრა სხვა პოლიტიკოსებთან, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებთან. ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას. მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მას ვუთხარი, რომ ამას არც მომავალში ვაპირებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო.   ქვეყანაში სისტემურ პრობლემებზე, ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური ცხოვრების შესუსტებაზე, იმაზე, თუ რა როლი შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა შეასრულოს ქვეყნის გაძლიერებაში, ამის შესახებ დავით უსუფაშვილის შეფასებების ძირითად ნაწილს ვიზიარებ, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის მშენებლობას და  პარალელურად, ამ ტაქტიკით ერთად მოძრაობას, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ ვარ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბრიფინგზე პრეზიდენტმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების  თარიღი,  28 ოქტომბერი დაასახელა.