გიორგი მარგველაშვილი – ბედნიერია ერი, რომელსაც თამაზ ჭილაძე ჰყავდა, ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე

09:56, 29.09.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი კლასიკოსი მწერლის თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მწერლის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კლასიკოსი მწერალისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო.

თამაზ ჭილაძე, როგორც შემოქმედი და საზოგადო მოღვაწე, ძალიან დააკლდება ქართულ საზოგადოებას. თუმცა ბედნიერია ერი, რომელსაც თამაზ ჭილაძე ჰყავდა და რომელსაც თავისი გამორჩეული და მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა მემკვიდრეობად.

ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს!“, – წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.

87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი