გიორგი მარგველაშვილი ჯერ არ აკონკრეტებს, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
გიორგი მარგველაშვილი ჯერ არ აკონკრეტებს, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს

საქართველოს პრეზიდენტი ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე საკუთარ პოზიციას ჯერ არ აკონკრეტებს.  გიორგი მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ შეწყალების კომისიასთან თათბირის შემდეგ განაცხადებს.

„ამასთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის პოზიცია ჯერ არ მომისმენია. რამდენადაც ვიცი, იხილავენ. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, კომისიასთან თათბირის შემდგომ მოგახსენებთ“, -განაცხდა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.