გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირალიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 31-ე ტურში ქართველის გუნდი „ვიტორია სეტუბალი“ უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ „სანტა კლარას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.
გამოცემა „გოლპოინტმა“ (goalpoint.pt) 10-ქულიან სისტემაში ქართველის თამაში 7,2 ქულით შეაფასა – პორტუგალიური გამოცემა მიიჩნევს, რომ „ვიტორია სეტუბალის“ მოპოვებული ქულა საქართველოს ნაკრების მეკარის კარგი თამაშის შედეგია.
„გიორგი მაკარიძე „სანტა კლარასთან“ მატჩში „ვიტორია სეტუბალის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მან გუნდის გადარჩენა სამჯერ მოახერხა. საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის ქართველი მეკარე პირველად სახელდება“, – წერს „გოლპოინტი“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მაკარიძეს ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა, თუმცა ახალი წლის შემდეგ მომჯობინდა, „ვიტორია სეტუბალის“ მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვა და კონკურენტები სკამზე დასვა.