გიორგი მაკარიძე კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ამჯერად, საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ პირველი ნომერი პორტუგალიის პრიმერა ლიგის დეკემბრის საუკეთესო მეკარეთა სამეულში დაასახელეს.
გამოცემა renanspenca-ს ცნობით, გულშემატკივართა გამოკითხვით, პირველ ადგილზე აუგუსტინ მარჩესინი გავიდა – „პორტუს“ და არგენტინის ნაკრების 34 წლის მეკარემ ხმების 36.81% დააგროვა. მეორე ადგილზე ლისაბონის „ბენფიკას“ და საბერძნეთის ნაკრების 25 წლის მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსი აღმოჩნდა (18.06%), ხოლო მაკარიძე სამეულში 15.28%-ით მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოცემა „გოლ პოინტმა“, საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ მეკარე დეკემბერში ევროპის საუკეთესო მეკარეების ხუთეულში მეორე ადგილზე დაასახელა – მაკარიძემ, ისევე როგორც აუგუსტინ მარჩესინიმ, დარტმების 81,8 პროცენტი მოიგერია.