გიორგი მაჩაბელი - მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებაში არაბუნებრივი არაფერია
მინისტრის გადაწყვეტილებაში არაბუნებრივი არაფერია, – ასე შეაფასა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა მიხეილ ბატიაშვილის მიერ მისი თანმდებობიდან გათავისუფლება.
როგორც გიორგი მაჩაბელმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ეს მინისტრისა და მისი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რადგან იგეგმება განათლების რეფორმის ახალი ტალღა.
„ეს გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ცუდად იმუშავა. არის გარემოებები, რომლებიც ამა თუ იმ ეტაპზე საჭიროა. მიხეილ ბატიაშვილის მხრიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ყოფილა. მაგრამ ალბათ მაინც საჭიროდ მიიჩნია, უფრო დინამიური და სწრაფი პროცესები წავიდეს,“ – განაცხადა მაჩაბელმა.
მისივე თქმით, განათლების სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის სსიპ-ების გაერთიანებაა დაგეგმილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილეები, თემურ მურღულია, ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი რამდენიმე პირი საქართველოს განათლების თანამდებობიდან გაათავისუფლა.