გიორგი ლორიას გუნდი მეკარეს ეძებს #1TVSPORT
გიორგი ლორიას გუნდი მეკარეს ეძებს #1TVSPORT

გიორგი ლორიას გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ახალ მეკარეს ეძებს, მაგრამ არა ქართველი მეკარის კონკურენტს, არამედ, მის სათადარიგო ვარიანტს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ გუნდის მეორე მეკარე ნეოფიტ მიქაილი დაშავდა, სეზონის დაწყება კი მხოლოდ ერთი გამოცდილი მეკარიოთ, გიორგი ლორიათი ძალიან რთული იქნება.

„მას შემდეგ, რაც ნეოფიტოს მიქაელი მოულოდნელად დაშავდა. გუნდი ახალ მეკარეს ეძებს. ბოლო ინფორმაციით, ანორთოსისმა ლიმასოლის გუნდს ანდრეას კერავნოსის გადაყვანის წინადადებით მიმართა. ლიმასოლურმა კლუბმა სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი მოითხოვა, ამ დროისთვის გარიგების შანსები 50/50-ია“ – წერს „სპორტ ტაიმი“.

პოლონური გამოცემები კი ამტკიცებენ, რომ „ანორთოსისის“ შეთავაზება 22 წლის მეკარეს ფილიპ მიიროვიჩმა მიიღო, რომელიც პოლონეთის პირველ დივიზიონში რადომის „რადომიაკში“ თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ტესტ-მატჩებში, პეტახ-ტიკვას „მაკაბის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში „ანორთოსისი“ ქართველი მეკარე დაშავდა, მაგრამ გიორგი ლორია მალე მომჯობინდა და არანაირი პრობლემა აღარ აქვს.