გიორგი ლორიას გამო ანჟი დაისაჯა - რუსულ გუნდს ფეხბურთელების რეგისტრაცია აეკრძალა
გიორგი ლორიას გამო ანჟი დაისაჯა - რუსულ გუნდს ფეხბურთელების რეგისტრაცია აეკრძალა

ის, რაც მახაჭყალის „ანჟის“ შეემთხვა, ადასტურებს, რომ ზუნწი ორჯერ იხდის. რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველმა პალატამ მახაჩკალის „ანჟის“ მოთამაშეების დამატება აუკრძალა.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პრემიერლიგის გუნდს აკრძალვა მანამ შეეხება, სანამ გიორგი ლორიას სახელფასო დავალიანებას არ გაუსტუმრებს.

საქართველოს ნაკრების მეკარე მახაჩყალას გუნდში გასულ სეზონში სამარის „კრილია სოვეტოვიდან“ იჯარით გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ „ანჟი“ ლორიას ხელფასს 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვალის ჩათვლით არ უხდიდა. რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველმა პალატამ „ანჟის“ ლორიასთვის ამ დავალიანების სრულად ანაზღაურება და დაგვიანებისთვის დამატებითი პროცენტების გადახდაც დააკისრა.

სექტემბერში ლორიამ სამარის „კრილია სოვეტოვთან” კონტრაქტი იძულებით გაწყვიტა და ამჟამად უკლუბოდაა.