კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში „პაფოსთან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაში გიორგი ლორია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ერთ-ერთი გმირი იყო.
ოქრიაშვილის გოლითა და ლორიას აღებული პენალტით – „ანორთოსისი“ ჩემპიონატის ლიდერია (ვიდეო)
გიორგიმ შეხვედრის 53-ე წუთზე, მასპინძელთა თავდამსხმელის, ბრაიან ანგულოს დარტყმა მოიგერია. ქართველმა მეკარემ კვიპრსოსულ მედიასთან განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ანგულო მარჯვენა კუთხეში დაურტყამდა.
„თამაშამდე ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელთან ერთად შევისწავლე „პაფოსის” ფეხბურთელები პენალტს როგორ ასრულებენ. ვიცოდით, ანგულო რომელ კუთხეში არტყამს. ასეთი ინფორმაციების წყალობით, პენალტის მოგერიება უფრო ადვილია. მეტოქე ძლიერი იყო, მაგრამ სწორი ტაქტიკით ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ,” – ამბობს გიორგი ლორია.