გიორგი ლორია - სულ ვფიქრობ, ერთა ლიგაზე გამარჯვება საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება
გიორგი ლორია - სულ ვფიქრობ, ერთა ლიგაზე გამარჯვება საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება

რუსულმა გამოცემა „სოვეტსკი სპორტმა“ გიორგი ლორიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ თავის კლუბზე, ქართულ დიასპორაზე, ჯანო ანანიძესა და საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა.

„ჯანოს „ანორთოსისში“ გადმოსვლა ძალიან გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, მისთვის „სპარტაკიდან“ წასვლა, სადაც ამდენი წელი გაატარა, ძალიან რთული იყო. მე და ჩემს თანაგუნდელებს კი ასეთი კვალიფიციური ფეხბურთელის მოსვლა ძალიან გვახარებს. თანაც „ანორთოსისში“ სოლიდური ქართული დიასპორა ყალიბდება. კვიპროსში ქართველებისთვის მიმზიდველია რბილი კლიმატი, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელის ფაქტორი იყო. ქეცბაია „ანორთოსისში“ ისეთი გუნდის შექმნას აპირებდა, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებდა. ჩვენთვის ეს საინტერესო იყო“, – ამბობს ლორია.

მან საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანზეც ილაპარაკა: „ველოდები ერთა ლიგის „ფინალურ ოთხეულს“, რომლის საშუალებითაც ევრო 2020-ზე მოხვედრა შეიძლება. რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა ამ მატჩებს ელის. საქართველოს დიდ ტურნირზე მოსახვედრად ასეთი შანსი არასოდეს ჰქონია. ამიტომ, ვემზადებით და მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, ეს გამარჯვება საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება“.