გიორგი ლორია რუსული კლუბისგან კუთვნილ ხელფასს ითხოვს
გიორგი ლორია რუსული კლუბისგან კუთვნილ ხელფასს ითხოვს

გიორგი ლორია მახაჩყალის „ანჟისგან“ კლუბისგან დავალიანების გასტუმრებას ითხოვს – რუსული მედია იუწყება, რომ ამ ქვეყნის პრემიერლიგის გუნდიდან წამოსული საქართველოს ნაკრების მეკარე გასული თვეების ხელფასების გასტუმრებას იმედოვნებს.

ლაპარაკია 4,5 მილიონ რუბლზე, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 68,800 დოლარია. ლორიას თქმით, მახაჩყალურ გუნდში ფინანსური პრობლემები დიდი ხნის წინ დაიწყო.

„შეფერხებებს პირველად 2017 წლის ნოემბერს წავაწყდი, როდესაც ხელფასის ნაწილი ვერ მივიღე, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან კლუბმა ხელფასის გადახდა საერთოდ შეაჩერა“ – ამბობს ლორია.

დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით, ქართველმა მეკარემ ლორიამ რუსეთის საფეხბურთო კავშირს მიმართა – ის ითხოვს, რომ ორგანიზაცია თანხის დაბრუნებაში დაეხმაროს, მანამდე კი „ანჟის“ ახალი მოთამაშეების დამატება აუკრძალოს.

ლორია „ანჟიში“ 2017/18 წლების სეზონში გამოდიოდა და 13 თამაში ჩაატარა, ახლა კი უკლუბოდ დარჩა და ფორმის შესანარჩუნებლად თბილისის „დინამოში“ ვარჯიშობს.