გიორგი ლორია - ამის შემდეგ ყველას ფსიქიატრი დაგვჭირდება (ვიდეო)
გიორგი ლორია - ამის შემდეგ ყველას ფსიქიატრი დაგვჭირდება (ვიდეო)

გიორგი ლორიამ ინსტაგრამზე მორიგი ვიდეო გაავრცელა, როგორ ვარჯიშობს ინდივიდუალურად და საფეხბურთო პაუზით უკმაყოფილება დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე ცდილობს იპოვოს გზა, რათა ივარჯიშოს და ფორმა შეინარჩუნოს. ამავე დროს, ისევე როგორც ყველა სხვა მოთამაშე, სეზონის განახლებამდე ვეღარ ითმენს.

გიორგი ლორიამ ინსტაგრამზე ატვირთა ვიდეო ვარჯიშიდან და მისთვის დამახასიათებელი სახალისო კომენტარი გააკეთა: კარანტინის დღეები. ჩვენ ყველას ამის შემდეგ ფსიქიატრი დაგვჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში ჩემპიონატი 23-ე ტურის შემდეგ შეწყდა. ჩემპიონატს „ანორთოსისი“ და ნიქოზიის „ომონია“ 46-46 ქულით ლიდერობენ. თუმცა, ჯერ უცნობია, სეზონის დარჩენილ ნაწილს გუნდები დაასრულებენ, თუ ბელგიის, შოტლანდიისა და ნიდერლანდების მსგავსად, ჩემპიონატს შეწყვეტენ.

 

View this post on Instagram

 

we all need psychiatrist after all !?

A post shared by Giorgi Loria (@loriagiorgi77) on