გიორგი ლორია - 2018 წელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებული იყო
გიორგი ლორია - 2018 წელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებული იყო

თბილისის საკრებულოში საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე სპორტულ საზოგადოებას შეხვდა და მათთან ერთად წარმატებული და შედეგიანი 2018 წელს შეაჯამა.

დარბაზში იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში წარმატებით ითამაშა და 2020 წლის ევროპირველობის პლეი-ოფში ითამაშებს. ჩვენს გუნდს ფინალურ ეტაპს ორი გამარჯვება აშორებს.

დამსწრეებს „ჯვაროსნების“ მეკარე გიორგი ლორიამ მიმართა.

„მიხარია, რომ 2018 წელი ქართუილი ფეხბურთისთვის წარმატებული იყო და გულშემატკივარი გავახარეთ. ერთა ლიგაზე ისტორიული შედეგი ვაჩვენეთ. განსაკუთრებული მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა. როდესაც სავსე სტადიონზე თამაშობ, მაშინ განსაკუთრებით იგრძნობა, რომ გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა“ – ამბობს ლორია.