საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ერებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერის მილოცვაში, რომლიც „ტვიტერში“ მის გვერდზე გამოქვეყნდა.
სომხეთის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცოტა ხნის წინ აირჩია. მის კანდიდატურას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 18 კი წინააღმდეგი წავიდა.